Wednesday, February 29, 2012

კონკურსის გამარჯვებულები

გამოვლინდნენ მეორე დონის ტრენინგზე მონაწილე პედაგოგებიდან საუკეთესო ნამუშევრების ავტორები. ისინი სამინისტროს დაფინანსებით გაემგზავრებიან ნორვეგიაში საერთაშორისო კონფერენციაზე 14- 18 მარტის ჩათვლით.

Friday, February 17, 2012

ტრენინგები!!!

განახლდა ტრენინგები ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში”.
წარმატებებს გისურვებთ!!!

Wednesday, February 1, 2012

მასწავლებლის სახლი


მასწავლებლის სახლი 5 ოქტომბერს გაიხსნა. იგი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და მიზნად ისახავს პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას. მასწავლებლის სახლი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს, პედაგოგებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს რამდენიმე მიმართლებით ემსახურება - მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა სასკოლო საგანში, სემინარები, კონფერენციები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ინგლისურ ენაში, კომპიუტერსა და მენეჯმენტში. გარდა ამისა, სკოლის პედაგოგები და დირექტორები მასწავლებლის სახლში ფინანსურ და იურიდიულ კონსულტაციებსაც იღებენ.
უცხოელი და ქართველი ტრენერები ატარებენ სამოდელო გაკვეთილებს და მასტერ-კლასებს სხვადასხვა საგნებში. ასევე ხორციელდება ლაივ კონფერენციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლებთან.
მასწავლებლის სახლში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, რომელშიც პედაგოგებისთვის კომპიუტერები და მათთვის საჭირო ყველა სახის წიგნია განთავსებული, მათ შორის სახელმძღვანელოები, რომლებიც მასწავლებლებსა და დირექტორებს პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება. მასწავლებლებს  შეუძლიათ ბიბლიოთეკის რესურსებით ისარგებლონ 24 საათის განმავლობაში.
მასწავლებლის სახლში ასევე არის საბავშვო ოთახი, სადაც პედაგოგებს საჭიროების შემთხვევაში ტრენინმგების მსვლელობისას საკუთარი შვილების დატოვება შეუძლიათ.