საბაზო ტრენინგი

კურსის მიზანი
მასწავლებლეთა კვალიფიკაციის ამაღლება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლგიების ათვისების და გამოყენების კუთხით, ეროვნული სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად.

სამიზნე ჯგუფი
 საჯარო სკოლის მასწავლებლები.

ტრენინგ-კურსის აღწერა
კურსი 24 საათისაგან შედგება
დღე I. შესავალი
კომპიუტერის მოწყობილობები
თაგვისა და კლავიატურის მოხმარება
დღე II. ტექსტური რედაქტორი
ტექსტის შეტანა, ფორმატირება
სასწავლო ტესტის შედგენის მეთოდიკა და ძირითადი საფეხურები
დღე III. ფაილები და საქაღალდეები
მოქმედებები ფაილებსა და საქაღალდეებზე
ფაილის ტიპები
დღე IV. ინტერნეტის გამოყენება პროფესიული მიზნებისათვის
საგანმანათლებლო რესურსები ინტერნეტში
საძიებო სერვისი
ტექსტური და მედია-ელემენტების მოძიება და გადმოწერა
დღე V. ელექტრონული ფოსტა
ელექტრონულ ფოსტაში რეგისტრაცია
ელექტრონულ წერილებზე მუშაობა
სასწავლო/მეთოდური მასალების ძიება
დღე VI. ტექსტური რედაქტორი (გაგრძელება)
გრაფიკულ ობიექტებზე მუშაობა
ცხრილებზე მუშაობა
დღე VII. ელექტრონული ცხრილები
მონაცემების შეტანა ელექტრონულ ცხრილებში
მონაცემების რედაქტირება
დღე VIII. ციფრული მეხსიერება
ინფორმაციის მატარებლები
ინფორმაციის მატარებლებზე (დისკები, ფლეშ-მეხსიერება) მუშაობა

კურსის შედეგები
·         კურსის წარმატებით გავლის შედეგად მონაწილე:
·         შეძლებს დამოუკიდებლად კომპიუტერის ჩართვას და გამორთვას უსაფრთხო რეჟიმში;
·         შეძლებს ისაუბროს და განასხვავოს კომპიუტერის ძირითადი და დამხმარე მოწყობილობები;
·         შეძლებს ფანჯრებში და ამოცანების პანელზე მუშაობას;
·         შეძლებს საქაღალდეებსა და ფაილებზე მუშაობას;
·         შეძლებს ფაილის ტიპების ამოცნობას;
·         შეძლებს ტექსტურ რედაქტორში მუშაობას 
·         შეძლებს შემნახველი მოწყობილობების გამოყენებას;
·         შეძლებს საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებას;
·         შეძლებს მსგავსი ამოცანების იდენტიფიკაციას სხვადასხვა საოფისე პროგრამაში;
·         შეძლებს ელექტრონულ ცხრილებზე მუშაობას
·         შეძლებს ინტერნეტის გამოყენებას პროფესიული საქმიანობისთვის
·         შეძლებს კომუნიკაციას ტექნოლოგიების საშუალებით (ელ-ფოსტით სარგებლობა).

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე მასწავლებელი მიიღებს სერტიფიკატს
სერტიფიცირების პირობები:
·         მინიმუმ 6 ტრენინგ-დღეზე დასწრება;
·         კურსის დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარმოდგენა ელექტრონულ ფორმატში.


No comments:

Post a Comment