ტრენინგის მიზანი იყო მომავლის კლასის შესაძლებლობების გაცნობა.
ტრენინგი გაიარა ყველა იმ საჯარო სკოლის პედაგოგმა, სადაც უახლოეს მომავალში გაიხსნება ასეთი კაბინეტები.
მასწავლებლის სახლი 5 ოქტომბერს გაიხსნა. იგი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და მიზნად ისახავს პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას. მასწავლებლის სახლი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს, პედაგოგებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს რამდენიმე მიმართლებით ემსახურება - მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა სასკოლო საგანში, სემინარები, კონფერენციები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ინგლისურ ენაში, კომპიუტერსა და მენეჯმენტში. გარდა ამისა, სკოლის პედაგოგები და დირექტორები მასწავლებლის სახლში ფინანსურ და იურიდიულ კონსულტაციებსაც იღებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ საუკეთესო ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის ავტორი 25 მასწავლებელი დააჯილდოვა. მათ მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგების პროგრამაში "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში". ტრენინგების განმავლობაში მასწავლებლებმა ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილის გეგმები და სასწავლო პროექტები შექმნეს, რისთვისაც ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს. გამარჯვებული მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერონული ცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტში ”ელექტრონული საგანმანათლებლო თამაშები”, ასევე მათ დამატებითი ანაზღაურება დაენიშნებათ. მსგავსი პროექტის ფარგლებში, 2010 წელს მასწავლებლებმა უკვე შექმნეს საგანმანათლებლო თამაშები სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში, ორი საუკეთესო პროექტის ავტორი კი ევროპული სასკოლო ქსელის 25-ე საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება, რომელიც დანიაში 9-დან 13 მარტის ჩათვლით გაიმართება.