Wednesday, February 29, 2012
კონკურსის გამარჯვებულები
გამოვლინდნენ მეორე დონის ტრენინგზე მონაწილე პედაგოგებიდან საუკეთესო ნამუშევრების ავტორები. ისინი სამინისტროს დაფინანსებით გაემგზავრებიან ნორვეგიაში საერთაშორისო კონფერენციაზე 14- 18 მარტის ჩათვლით.
Friday, February 17, 2012
ტრენინგები!!!
განახლდა ტრენინგები ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში”.
წარმატებებს გისურვებთ!!!
წარმატებებს გისურვებთ!!!
Wednesday, February 1, 2012
მასწავლებლის სახლი
მასწავლებლის სახლი 5 ოქტომბერს გაიხსნა. იგი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და მიზნად ისახავს პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას. მასწავლებლის სახლი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს, პედაგოგებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს რამდენიმე მიმართლებით ემსახურება - მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა სასკოლო საგანში, სემინარები, კონფერენციები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ინგლისურ ენაში, კომპიუტერსა და მენეჯმენტში. გარდა ამისა, სკოლის პედაგოგები და დირექტორები მასწავლებლის სახლში ფინანსურ და იურიდიულ კონსულტაციებსაც იღებენ.
უცხოელი და ქართველი ტრენერები ატარებენ სამოდელო გაკვეთილებს და მასტერ-კლასებს სხვადასხვა საგნებში. ასევე ხორციელდება ლაივ კონფერენციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლებთან.
მასწავლებლის სახლში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, რომელშიც პედაგოგებისთვის კომპიუტერები და მათთვის საჭირო ყველა სახის წიგნია განთავსებული, მათ შორის სახელმძღვანელოები, რომლებიც მასწავლებლებსა და დირექტორებს პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება. მასწავლებლებს შეუძლიათ ბიბლიოთეკის რესურსებით ისარგებლონ 24 საათის განმავლობაში.
მასწავლებლის სახლში ასევე არის საბავშვო ოთახი, სადაც პედაგოგებს საჭიროების შემთხვევაში ტრენინმგების მსვლელობისას საკუთარი შვილების დატოვება შეუძლიათ.
Monday, March 28, 2011
საუკეთესო სასწავლო პროექტების ავტორები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ საუკეთესო ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის ავტორი 25 მასწავლებელი დააჯილდოვა. მათ მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგების პროგრამაში "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში". ტრენინგების განმავლობაში მასწავლებლებმა ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილის გეგმები და სასწავლო პროექტები შექმნეს, რისთვისაც ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს. გამარჯვებული მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერონული ცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტში ”ელექტრონული საგანმანათლებლო თამაშები”, ასევე მათ დამატებითი ანაზღაურება დაენიშნებათ. მსგავსი პროექტის ფარგლებში, 2010 წელს მასწავლებლებმა უკვე შექმნეს საგანმანათლებლო თამაშები სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში, ორი საუკეთესო პროექტის ავტორი კი ევროპული სასკოლო ქსელის 25-ე საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება, რომელიც დანიაში 9-დან 13 მარტის ჩათვლით გაიმართება.
Tuesday, March 2, 2010
საუკეთესო საგანმანათლებლო რესურსების ავტორები ლონდონში გაემგზავრნენ
კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და სასკოლო ცხოვრებაში ახალი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებას, გამოცდილების გაზიარებას და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სასკოლო თანამშრომლობითი პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამას "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში". პროექტის კოორდინატორი ეკა ჯელაძეა.
ტრენინგების განმავლობაში მასწავლებლები ამზადებდნენ ტექნოლოგიებით გამდიდრებულ საგაკვეთილო გეგმებსა და სასწავლო პროექტებს და ათავსებდნენ პირად ბლოგებსა და საგანმანათლებლო რესურსების საცავში ( www.lemill.net ). ამ ვებ გვერდზე განთავსებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლების ნაშრომები. რესურსები ხელმისაწვდომია ნებისმიერი მასწავლებლისთვის.
შერჩეული 20 მასწავლებლი საგანმანათლებლო ექსპერტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საპილოტე პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს საგნის მასწავლებელთა დამხმარე საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების შექმნას.
გამარჯვაბულთა სია

Subscribe to:
Posts (Atom)